სკოლას უძღვებიან: მალხაზ მაყაშვილი (ილიას უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი), თამარ აზმაიფარაშვილი (ფსიქანალიტიკოსი, ევროპის ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტთა საქართველოს საზოგადოების კოორდინატორი), ბაკურ კოტეტიშვილი( მედიცინის დოქტორი, ფსიქო-ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი), ირმა ხაჩიძე (ბიოლოგიის დოქტორი, ექსპერიმენტული ბიომედიცინის ინსტიტუტის თანამშრომელი), ტეტიანა კაჩინსკა (ბიოლოგიის დოქტორი, ლესია უკრაინკას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი-უკრაინა)

 

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ:

თითოეული დაწესებულებიდან 10 სტუდენტს.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს სააპლიკაციო ფორმა (PDF ფაილი, silfaen, 11, 1.5 ინტერვალი)  მისამართზე malkhaz_makashvili@iliauni.edu.ge

სკოლის მონაწილის შერჩევისათვის პრიორიტეტული კრიტერიუმია სტუდენტის მიერ გაკეთებული კვლევითი ნაშრომი შესაბამის დარგში. დასაშვებია თეორიული ნაშრომის წარმოდგენაც.
ამ ნაშრომების აღწერა ატვირთული უნდა იყოს იმავე ფაილში მეოთხე პუნქტის სახით.
კვლევითი ნაშრომის აღწერა გულისხმობს გაფართოებულ რეზიუმეს, 2 ნაბეჭდი გვერდის სახით, სადაც ასახული იქნება ნაშრომის მიზანი, მეთოდიკა, შედეგები და მათი ანალიზი. თეორიული ნაშრომის შემთხვევაში რეზიუმეში ასახული უნდა იყოს საკითხის მთავარი იდეა.
შერჩეულ ნაშრომებს სტუდენტები წარმოადგენენ სკოლის სტუდენტურ კონფერენციაზე. სკოლაში შერჩევის შესახებ მონაწილეს ეცნობება სკოლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. მონაწილეებს ეცნობებათ აგრეთვე, რა სახის მოხსენებას (ზეპირი, სტენდური) გაკეთებენ.

სკოლის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალებით, სასტუმროთი, კვებით, თბილისიდან თელავში და თელავიდან თბილისში ტრანსპორტირებით.
სკოლა ღიაა თავისუფალი მსმენელებისთვის.